პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მათ ინფორმატორები რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვაშიც ჰყავთ. 

"ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვიცით ხოლმე რა ხდება", - ამბობს ბუდანოვი Reuters-თან ინტერვიუში.

როგორც უკრაინული დაზვერვის ლიდერი ამბობს, 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, თუმცა ახლა ყველაფერი პირიქით არის და თავად რუსეთი აგებს უკრაინის წინააღმდეგ. 

მისივე თქმით, ომის დაწყების შესახებ პირველად სწორედ უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა ილაპარაკა და ეს ასეც მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი