
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსეთიდან ფრენები, იმ კუთხით, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში შევლენ, სარისკო არაა. მისივე თქმით, თურქეთ-რუსეთს შორის დღეში დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაში 25-25, ხოლო საქართველოდან 5.
მან ერთ-ერთი ელჩი აღნიშნული შინაარსის განცხადების გაკეთების გამო გააკრიტიკა.
"ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. ეს ერთი, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს და მეორე, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად "სარისკოა" ამ კუთხით საქართველოში ფრენები, რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთ-რუსეთს შორის დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანი დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება საქართველოში ფენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია, როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.