დილიდან აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა მოსკოვიდან დაურეკეს - მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვას ეხმაურება და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატება განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე გაავრცელეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი