
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ - ამჯერად მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში გაიმართა. შეკრებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
პარტიის ლიდერები მოქალაქეების შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
"რუსული პარტიის წარმომადგენლებმა იცით თქვენ, რომ კასპში მოვარდნენ ქვებით, მერე ბანერის გაკეთებაც დაგვჭირდა აქეთ, რომ ქვის სროლით პენსია არ იზრდება. ჰგონიათ, რომ ვინმეს ქვას რომ ესვრიან, მერე ვაი, ვაი, და შეგვეშინდება, თქვეს ვერსად ვერ ჩავლენ, ვერსად დაელაპარაკებიან, მარტვილში ვართ, წინასწარ დავაანონსეთ, აბა სად არიან ეს მაგარი ბიჭები, აღარ ჩანან", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის შეხვედრებზე კასპსა და საგარეჯოში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე შეკრებილებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის ისინი ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ჟურნალისტებს და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.