
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვიც იმეორებს პრეზიდენტ პუტინის ნათქვამს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი იურიდიულ პირი არასდროს ყოფილა. ის ამბობს, რომ მისი სამართლებრივი სტატუსი დამატებით განხილავს საჭიროებს.
"ასეთი იურიდიული პირი, როგორიცაა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც შესასწავლია", - თქვა პესკოვმა.
რუსულმა "კომერსანტმა" პუტინს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა "ვაგნერი" საბრძოლო შენაერთად, რაზეც პუტინმა თქვა, რომ ვაგნერი, როგორც იურიდიული პირი არ არსებობს.
"ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ის უბრალოდ არ არსებობს! ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს", - თქვა პუტინმა.
ინტერვიუში პუტინმა გაიმეორა, რომ ჯგუფი არსებობს, მაგრამ იურიდიულად არა.