
უკრაინამ ბრძოლის ველზე დაღუპული 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ განცხადება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, 62 - დან 4 მებრძოლი ავადმყოფობისა და შეუსაბამო სამედიცინო დახმარების გამო ტყვეობაში დაიღუპა.
"დღეს, უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები დავიბრუნეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 62 მოკლული ჯარისკაცის ცხედარი. ოთხი მათგანი მიღებული დაზიანების, ავადმყოფობისა და შეუსაბამო სამედიცინო დახმარების გამო ტყვეობაში დაიღუპა", - წერს სამინისტრო.
უწყება აღნიშნავს, რომ მოკლული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების პროცესი ჟენევის კონვენციის შესაბამისად მიმდინარეობს. იდენტიფიცირების შემდეგ ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემათ.