AFP-ის ინფორმაციით, პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას დათანხმდა. მოქმედ შეთანხმებას ვადა მომავალ კვირას ეწურება. მედია ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვემზადებით პუტინთან შესახვედრად აგვისტოში და შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე“, - ციტირებს ერდოღანის სიტყვებს სააგენტო.
რუს ოფიციალურ პირებს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რუსეთი წინააღმდეგი იყო შეთანხმების გაგრძელების და სანაცვლოდ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდა.