გორში ინფიცირებულ ექიმს საავადმყოფოს პერსონალთან მუდმივი კონტაქტი არ ჰქონია -“გორმედში”

გამოქვეყნდა:

კლინიკა “გორმედში” ინფიცირებულ ექიმთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ შუახნის ქალს სხვა პერსონალთან მუდმივი კონტაქტი არ ჰქონდა რადგან, ის მათი შტატიანი თანამშრომელი არაა და მოწვეული კონსულტანტის სტატუსი აქვს.

კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ქსელის ყველა კლინიკაში ტესტირება 3 დღეში ერთხელ სისტემატიურად ტარდება. 10 აგვისტოს მდგომარეობით 1000-მდე პირი შემოწმდა, აქედან 700 -მდე მედპედპერსონალია, დანარჩენი კი პაციენტები და ვიზიტორები.

ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევა ქსელში არ ფიქსირდება. კლინიკის ცხელების ზონაში ამ დროისთვის ცხელებით  2 პაციენტი მკურნალობს. მიმდინარეობს ეპიდდაკვირვება და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, გადაგზავნიან თუ არა მათ ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში.

ცნობისთვის, შიდა ქართლში კოვიდ 19-ს სულ 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო ორი ინფიცირებული სამედიცნო პერსონალია. მათთან კონტაქტში მყოფ 60 პირს უკვე აუღეს ნიმუშები და ლუგარიდან პასუხებს დღის ბოლოს ელოდებიან.

 

 

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი