შიდა ქართლში კოვიდვითარება დამძიმდა - რა ხდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში კოვიდ 19-თ ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ბოლო ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდის პოზიციაზე მუშაობს. ის, სავარაუდოდ, იმ ექიმის კონტაქტია, რომელსაც ვირუსი 7 აგვისტოს გამოუვლინდა. ორივე მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურს გადიან.

რეგიონში ამ დრომდე ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ლუგარის ლაბორატორიიდან 60 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. თვითიზოლაციაში გადაყვანილია 70-მდე ადამიანი, აქედან 19 ადამიანი მედდის კონტაქტია, დანარჩენი კი ექიმის, რომელიც ოთხ კლინიკაში ერთდროულად მუშაობს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. "მთავარის" ინფორმაციით, რამდენიმე სახის სამედიცინო მანიპულაციაზე ჰოსპიტალმა პაციენტებს უარი განუცხადა. 

ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გაუქმდა, სოფელი 24 ივლისიდან იყო ჩაკეტილი.

დღეის, 10 აგვისტოს მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 25 ადამიანით გაიზარდა, აქედან 17 ადამიანი მესტიიდან, კერძოდ სოფელი ლენჯერიდან არის, ისინი თბილისიდან ლენჯერში ასული დამსვენებლის კონტაქტები არიან. ვირუსის აფეთქების გამო დღეს მთავრობამ მესტიაში გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი