საერთაშორისო კოალიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად - უკრაინის რადამ ახალი ინიციატივა წამოიწყო

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო კოალიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად - უკრაინის რადამ ახალი ინიციატივა წამოიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს და ევროპული ქვეყნების პარლამენტებს ახალი მოწოდებით მიმართავს. დავით არახამიას მთავარი გზავნილის ადრესატი სალომე ზურაბიშვილია. უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც ქართული ოცნების ქმედებებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ადარებს, ურჩევს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი, როგორც ეს უკვე გააკეთა ნიკა გვარამიას შემთხვევაში. 

სწორედ ნიკა გვარამიას თანდასწრებით მიმდინარეობდა მსჯელობა უკრაინის უმაღლეს რადაში სადაც მიიღეს საგანგებო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ. თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მთავარი არხის დამფუძნებელს შეხვდნენ სწორედ როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის დევნილ ლიდერს, რომელიც პოლიტიკური ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია რადამ ერთსულოვნად მიიღო და მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი