სრული კომფორტი მილიონერი რუსებისთვის და მილიონები ერთი ქართველი ბიზნესმენისთვის. მხოლოდ ეს შედეგი მოაქვს ქართული ავიასივრცის რუსულ ოკუპაციას, რომლის მასშტაბებიც სულ უფრო იზრდება. მოსკოვში უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ საქართველო არის ახალი ფანჯარა ევროპისკენ, რომლის გამოყენებითაც არა მხოლოდ ტურისტები იმოძრავებენ. პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ უკვე დანიშნულია სატრანზიტო რეისი საქართველოს გავლით ფრანგულ ნიცაში და ირკვევა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და სატრანზიტო გეოგრაფია გაფართოვდება. საქართველოს ხელისუფლება კი მშვიდად ადევნებს თვალს და ხელსაც კი უწყობს საჰაერო სივრცის ოკუპაციას და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის სრულ განადგურებას.