პუტინი: „ვაგნერი“ არ არსებობს

გამოქვეყნდა:

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. ვლადიმერ პუტინმა ასევე თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინის ჯარისკაცებს რეგულარულ არმიაში სამსახური შესთავაზა, რაზეც ისინი დათანხმდნენ, პრიგოჟინი კი უკმაყოფილო დარჩა. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა კრემლის ლიდერი პრიგოჟინისა და მისი დაჯგუფების ერთმანეთთან გადამტერებას ცდილობს, რათა თავისი ყოფილი „მზარეულიც“ მოიშოროს თავიდან და არც მისი ჯარისკაცები გაანაწყენოს. 

მას მოკავშირე ბელარუსის ლიდერიც ეხმარება, რომელმაც „ვაგნერის“ რამდენიმე მებრძოლი თავის ქვეყანაში მიიწვია, ტერიტორიაც გამოუყო და ინსტრუქტორებად დაასაქმა. 

სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც კრემლის ლიდერი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში იყენებდა, ახლა მისთვისვე იქცა საფრთხედ და რამდენად შეძლებს მის უმტკივნეულოდ განეიტრალებას, ჯერ უცნობია.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი