
14 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვილკული, Telegram-ზე წერს.
არსებული ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა:
"სამწუხაროდ, ხანძარი გაჩნდა კრივი-რიჰში. კომუნალურ კომპანიაში, ერთსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში. ხანძარი სწრაფად ლოკალიზდა. დაშავდა 56 წლის კაცი, მას გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება," - თქვა ვილკულმა.
როგორც გამოცემა "უნიანი" წერს, გასულ ღამეს უკრაინის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჯამში მტრის ექვსი დრონი ჩამოაგდეს.