ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზის სულ მცირე, სამი მიმართულებით განახორციელეს და ზოგიერთ სექტორში წარმატებებს მიაღწიეს.
ISW უკრაინის გენშტაბის ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევებს განაგრძობენ ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.
უკრაინულ ძალებს ნაწილობრივი წარმატებები ჰქონდათ ბილა ჰორა-ანდრიივკას მიმართულებით, გარდა ამისა, უკრაინული ძალები 1700 მეტრზე დაწინაურდნენ დაუზუსტებელ ადგილებში მელიტოპოლის მიმართულებით.
ISW აღნიშნავს, რომ უკრაინის მიღწევებზე რუსი სამხედრო ბლოგერებიც წერენ. კერძოდ, მათი თქმით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის თავდაცვითი ხაზების ლოკალიზებულ გარღვევას პრიიუტნეს ჩრდილოეთით.
ISW-ის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები 14 ივლისს:
- პუტინი აპირებს შეინარჩუნოს ვაგნერის ჯგუფი, როგორც საბრძოლო ძალა, თუმცა ცდილობს, ევგენი პრიგოჟინის გამოყოფას ვაგნერის ხელმძღვანელობისა და ძალებისგან.
- ბელორუსის მთავრობამ და დამოუკიდებელმა წყაროებმა 14 ივლისს დაადასტურეს, რომ ვაგნერ ჯგუფის ინსტრუქტორები, რომლებიც ადრე აფრიკაში იყვნენ განლაგებული, ბელორუსის სასწავლო მოედანზე ჩავიდნენ.
- 14 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით შაჰიდის დრონებით თავდასხმის კიდევ ერთი სერია განახორციელეს.
- რუსეთის ხელისუფლებამ FSB-ს ყოფილი ოფიცერი მიხაილ პოლიაკოვი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე პოპულარული ტელეგრამ არხის ადმინისტრატორია, რომლებიც აშუქებენ კრემლის შიდა პოლიტიკას.
- უკრაინის მთავარსარდალმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიიმ აღიარა, რომ უკრაინული ძალები აწარმოებენ შეზღუდვის კამპანიას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე რუსეთში.
- რუსული და უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ.
- უკრაინულმა და რუსმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ.
- რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას, რომელიც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს მაღალი რანგის ოფიცრების თანამდებობებზე შენარჩუნებას საპენსიო ასაკობრივი შეზღუდვების სპეციალური გამონაკლისების გარეშე.