სამხრეთ კორეაში წყალდიდობას მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეაში წყალდიდობას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა, 3 - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ათასობით პირი კი იძულებული გახდა, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინა. 

უხვი ნალექების შედეგად ქვეყანაში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო გზები დააზიანა.

BBC-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც სამხრეთ  კორეის პრემიერმინისტრის თხოვნით, სამხედროებიც არიან ჩართულნი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი