ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი თანამდებობის დატოვებს გეგმავს | მედია

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. თავდაცვის მდივნის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ Sky News-მა გაავრცელა.

ბენ უოლსი უკვე 4 წელია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. სპეკულაციები თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებაზე ბოლო კვირებში გავრცელდა. 

ბრიტანული მედიის ცნობთ, უოლასის გადაწყვეტილება უკავშირდება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის გეგმას, მომავალ არჩევნებს განახლებული გუნდით შეხვდეს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა ბრიტანეთის წარუმატებელ მცდელობას, NATO-ს მომავალ ხელმძღვანელად უოლასის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბენ უოლასი კონსერვატორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან სხვადასხვა თანამდებობაზე 5 სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან იმუშავა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უოლასი მოკავშირეებს მოუწოდებდა, მეტი გაეკეთებინათ უკრაინის მხარდასაჭერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი