"გამოგვეკიდნენ მანქანებით, 40-50 კაცი იყო" - აქცია და პროვოკაციის მცდელობა გარდაბანში

გამოქვეყნდა:

გარდაბანში საკარანტინე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსახლეობამ აქცია გამართა. სოფელ ყარაჯალარის მცხოვრებლები  ამბობენ, რომ კარანტინის პერიოდში, მოსახლეობა ხელისუფლებამ დახმარების გარეშე დატოვა.

ხალხი ჯარიმებსაც აპროტესტებს და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ჯარიმების უმეტესობა უსამართლოდ გამოწერეს და მათი ისედაც მძიმე მატერიალური მდგომარეობა ამით კიდევ უფრო დამძიმდა. მოსახლეობა ამბობს, რომ პანდემიის დროს, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მათ დღეს ადგილობრივ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისათვის მანქანებით გადაადგილებისას, გზის გადაჭრაც სცადეს

მარნეულის საკრებულოს წევრი, "ევროპული საქართველოდნ" აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ ხელისუფლების აქტივისტებმა დღეს პროვოკაციის მოწყობა სცადეს და მათ უშუალო დავალება გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევისგან მიიღეს. იმამკულიევის ინფოფრაციით, მომხდარის შესახებ პოლიციაც ინფორმირებულია, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი