
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე კი მან ირპენი და ბუჩა მოინახულა.
როგორც Reuters წერს, ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ლიდერი NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საშუალებები განიხილა.