რუსეთში 700 ათას ჰექტარზე მეტი ტყე იწვის - ბოლო ერთ თვეში ხანძრების ფართობი 43-ჯერ გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში 700 ათას ჰექტარზე მეტი ტყე იწვის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძრის არეალი 43-ჯერ გაიზარდა. დამწვარი ტყეების 98%-ზე მეტი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს. ინფორმაციას "Эхо Кавказа" ავრცელებს.

ერთი თვის განმავლობაში, იაკუტიაში დამწვარი ტყეების ფართობი 6500-ჯერ გაიზარდა, ამურის რეგიონში და ხაბაროვსკის მხარეში - 260-ჯერ. ხელისუფლება ტრადიციულად უარს ამბობდა ტყის ხანძრების უმეტესი ნაწილის ჩაქრობაზე. რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთში დაახლოებით 274 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, ანუ 2,6-ჯერ ნაკლები. დაბალი იყო ხანძრის გავრცელების ტემპიც.

რუსეთში ყოველწლიურად მილიონობით ჰექტარი ტყე იწვის. 2022 წლის განმავლობაში რუსეთში დაიწვა სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე, 2021 წელს - ათზე მეტი, რაც ორმოცჯერ აღემატება მოსკოვის ფართობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი