ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შარლ მიშელის შუამავლობით მოლაპარაკებას გამართავენ.
როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უკვე შეხვდა. მოგვიანებით კი ალიევსა და ფაშინიანს შორის პირდაპირი მოლაპარაკება შედგება.
ივნისიდან როგორც ბაქოდან, ისე ერევნიდან ისმოდა სიგნალები, თითქოს მხარეები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. ამასთან, სომხეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სურს ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოების მუშობის საკითხის განხილვა.