
ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს - თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"მტერი ხარკოვის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობის ტერორს აგრძელებს. რუსებმა დაბომბეს კუპიანსკის რაიონის სოფელი კოლოდიანზე. სამწუხაროდ, დაიღუპა 33 წლის კაცი", - დაწერა მან.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა.