"მადლობა ლეჩხუმელი ქალების სახელით" და ა.შ. - ღარიბაშვილს ცაგერში "შემთხვევით" საჯარო მოხელეები "შეხვდნენ", ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

იმიტირებული მადლობების სერია და საჯარო მოხელეების მობილიზაცია პრემიერის დასახვედრად - კულტურის სახლის უფროსი, ბიბლიოთეკის გამგეები, ბაღის აღმზრდელები და სკოლის თანამშრომლები - ეს ადამიანები მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კადრებში თითქოს შემთხვევით მოხვდნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ესტუმრა. ცაგერში გადაღებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ სპეციალურად გამოწყობილი ადამიანები პრემიერს  მშვიდობისთვის ემადლიერებიან და მხარდაჭერას უცხადებენ.

ცნობილია მათი ვინაობაც - ბაღის აღმზრდელი მეგი მურცხველაძე, ცაგერის კულტურის სახლის თანამშრომელი გულნაზი გოლეთიანი, ბიბლიოთეკის უფროსი ბელა საღინაძე, კულტურის სახლის უფროსი დარეჯან საღინაძე. 

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვინც დღეს ღარიბაშვილს ცაგერში დაახვედრეს. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის კამერა განსაკუთრებით სწორედ იმ ადამიანებზე მუშაობს, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის ქება-დიდებით თავს იწონებს. რამდენიმე თვის წინ, მადლობები პრემიერს შიდა ქართლშიც უხადეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი