
სერბეთი უკრაინას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
უკრაინული მედიის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს საკვებს და მედიკამენტებს. გარდა ამისა, ბელგრადი ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოქალაქეებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს.
ასევე სერბეთის მთავრობამ კიევის "დინამოს" საბავშვო საფეხბურთო აკადემიისთვის თანხები გამოყო. ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სპორტული და სარეაბილიტაციო ბანაკი კვებით, განთავსებით და ვარჯიშის შესაძლებლობით.