ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 
​​​​​
ხანძრის გავრცელების შემდეგ 11 სახლი და 140 ჰექტარი მიწის ტერიტორია განადგურდა.  კუნძულის მერის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში 40 გრადუსამდე სიცხე ფიქსირდება. მისივე თქმით, შესაძლოა 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდეს საჭირო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალის გარდა, ავიაციაც ჩართულია. იგეგმება დამხმარე ძალის მობილიზებაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი