
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფლის საკრებულოს შენობა დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.
"რუსებმა დაბომბეს სოფელი სტეფნოჰირსკე, ისინი თავს დაესხნენ საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობას. სამი ადამიანი დაშავდა : ორი ქალი და ერთი კაცი" - წერს ერმაკი