რა საჭიროა ნატო?! - ღარიბაშვილის მორიგი რუსული განცხადებები

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ვილნიუსში მსოფლიოს ლიდერების შეკრებას არ ესწრებოდა დღეს სამთავრობო მედიასთან მიზეზები განმარტა. იგი თავისი პასუხით შეეცადა ნატოს ისტორიული სამიტის მნიშვნელობა გაეუფასურებინა. პრემიერის თქმით მან მოწვევა მიიღო, მაგრამ წასვლა თავად არ ჩათვალა საჭიროდ. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ სამიტი უკრაინისთვის უშედეგოდ დასრულდა. ,,თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს მაშინ ნატოში გაწევრიანება რა საჭიროა? - იკითხა დღეს პრემიერმა, რომელიც მთის დღეების ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს სტუმრობდა. პრემიერს ისევ დაახვედრეს მადლობის მთქმელი მხარდამჭერები, რომლებიც მას მადლობას მშვიდობისთვის და ქართული ოცნების პოლიტიკისთვის უხდიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერთან მხოლოდ სახელისუფლებო მედია იყო მიწვეული, შესაბამისად, ღარიბაშვილისთვის კრიტიკული შეკითხვები არავის დაუსვამს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი