"ქართული ოცნება" ისევ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას მისდევს, ოკუპანტმა კი თვალი თრუსოს ხეობას დაადგა. ,,სამოთხე დედამიწაზე'' - ასეც უწოდებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ამ ულამაზეს ხეობას.
რამდენიმე დღის წინ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე, დროებით ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. ხელისუფლების დელეგაციამ კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, რომლის მიხედვითაც მათი თქმით, ეთნიკური ოსები, ვერ მიდიან საგვარეულო სოფლებში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ერთი წლის წინაც გააქტიურა ეს თემა. მაშინ ე.წ-მა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და საქართველო "ოსური მიწების" ფაქტობრივ ოკუპაციაში დაადანაშაულა. საუბარია ყაზბეგის რაიონზე. ამ პროვოკაციულ განცხადებებს ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებიან.