სკანდალური აღიარება სასამართლოზე - ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ

გამოქვეყნდა:

კორუფციული სქემა ხელვაჩაურში, ქრთამი მერისთვის და მისაკუთრებული ნახევარი მილიონი ლარი- ბიუჯეტის თანხას ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და საკუთარ სახლებში ინაწილებდნენ. ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა და ამ სქემით წლების განმავლობაში მოქმედებდნენ. 

კორუფციული გარიგების შესახებ ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო, ამის მიუხედავად სქემის ერთ-ერთი მთავარ მონაწილეს პასუხისმგებლობა არ დააკისრეს. ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. 

კორუფციული სქემის მონაწილე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ,,ხელვაჩაურის წყლის'' დირექტორისა და მერის შეთანხმებული მოქმედებით მითვისებული ხალხის კუთვნილი ასიათასობით ფული აზარტულ თამაშებში იხარჯებოდა. ჩადენილი დანაშაულისთვის ამჟამად სასჯელს მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძე იხდის, ხელვაჩაურის ყოფილ მერ ჯუმბერ ვარდმანიძეს კი, რომელიც კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტია, პასუხისმგებლობა არ დააკისრეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი