უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ''Telegram'' არხზე წერს. 

დღეს, 15 ივლისს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და სამხრეთ კორეის პირველი ლედი კიმ კონგ-ჰი ბავშვთა უფლებების ცენტრს ეწვივნენ, სადაც ოკუპანტების მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და აღრიცხვა მიმდინარეობს.

ოლენა ზელენსკას თქმით, რუსეთი არღვევს უკრაინელი ბავშვების უფლებებს და უკრაინას  ინფორმაციას ბავშვების შესახებ არ აწვდის. 

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დღეს კიევში ჩავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი