ზურა ჯაფარიძეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.
ინფრომაციას და შესაბამისი დოკუმენტების ფოტომასალას ჯაფარიძე Facebook-ზე ავრცელებს
ჯაფარიძე აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად, საკუთარი თავის წარდგენას უკავშირებს.
ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ?
დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ.- წერს ჯაფარიძე.
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2020 წლის არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის - ამის შესახებ ჯაფარიძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "გირჩის" მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში მისი კანდიდატურის გარეშე რთულად წარმოუდგენია.
ჯაფარიძის გარდა, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს "გირჩის" ბორდის წევრს იმედა კლდიაშვილსაც