ხალხის ფულით და სახელმწიფო ბიუჯეტით მაღალჩინოსნები მუნიციპალიტეტში კარგად სარგებლობენ. თავად კომფორტულ გარემოს იწყობენ, პრობლემები კი მოუგვარებელი რჩება. ხალხიც ამ პრობლემებით აგრძელებს ცხოვრებას და მათ კომფორტზე არავინ ზრუნავს. ხშირ შემთხვევაში მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობა მოსახლეობის სიცოცხლისათვის სახიფათო ხდება. გორის მერიაში ვერ მოიძებნა თანხა, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ავარიული ხიდის შესაკეთებლად, თუმცა თანხა ყოველთვის არის მაღალჩინოსნების კეთილდღეობისთვის. ერთ წელიწადში ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა მანქანების შეძენასა და მომსახურებაზე. არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით არის დადგენილი, რომ ამ ავტომობილებს ისინი არამხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც იყენებენ.