ისრაელის პრემიერმინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. REUTERS-ის ინფორმაციით, მიზეზად გაუწყლოება სახელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ პრემიერი სიცხის დროს გალილეის ზღვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
„თავდაპირველი ტესტების პასუხები ნორმალურია, წინასწარი დიაგნოზი არის დეჰიდრატაცია” - ნათქვამია პრემიერის აპარატის განცხადებაში.