ბენ უოლესი სავარაუდოდ სექტემბერში გადადგება

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ბენ უოლესმა, Sunday Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში გადადგება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ბოლო დღეებია ვრცელდება.

უოლესის თქმით, ის თანამდებობას პრემიერ რიში სუნაკის მიერ, მორიგი სამთავრობო ცვლილების განხრციელების შემდეგ დატოვებს, ეს კი სავარაუდოდ სექტემბერში მოხდება.უოლესის თქმით, ის მონაწილეობას აღარ მიიღებს არც შემდეგ არჩევნებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი