
"ჩვენ ისინი აბსოლუტურად არაფერში არ გვჭირდება. ეს აშკარაა. ისინი აბსოლუტურად არაფერზე არ მოქმედებენ" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის "დაგეგმილი მკვლელობის" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
პოდოლიაკმა დასძინა, რომ სიმონიანი და სობჩაკი „დღეს არ თამაშობენ რაიმე მნიშვნელოვან როლს"
"ისინი ყოველგვარ აზრს მოკლებულნი არიან. ყველაფერს, რასაც აკეთებენ, მათი საკმაოდ უცნაური აუდიტორიისთვისაა"- ამბობს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რუსეთის FSB-ს მტკიცებით, "უკრაინის სპეცსამსახურების" მიერ რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა იგეგმებოდა.