ისრაელში,სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება და მრავალრიცხოვანი აქციების 28-ე კვირაა მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი თელ ავივის ქუჩებში შეიკრიბა, მათ სოლიდარობა სხვა ქალაქებშიც გამოუცხადეს. მომიტინგეებმა აქციაზე, პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ ჩირაღდნები აანთეს.
დემონსტრაციები მოეწყო სანაპირო ქალაქებში – ჰერცლიასა და ნეთანიაში. მედიის ცნობით, პროტესტს შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელშიც ისრაელის ექიმების 90%-ია გაერთიანებული.
შეგახსენებთ, მასობრივი საპროტესტო აქციები ისრაელში მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის პროექტი წარადგინა.
პარლამენტმა გასული კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა ძალაუფლების დანაწილების პრინციპს შეასუსტებს.