აშშ-ში, დასავლეთ ჯორჯიის ქალაქ ჰემპტონში, მასობრივი სროლის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა - სამი კაცი და ერთი ქალი. შემთხვევა შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა.
NBC News-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. უცნობია სროლის მოტივიც. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
"დღეს არის სამწუხარო დღე ჰემპტონში. ეს არ არის ნორმალური ჩვენთვის და როგორც პოლიციის დეპარტამენტი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს," - აცხადებს პოლიციის დეპარტამენტი.
ქვეყნის შერიფმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეჭვმიტანილის, ანდრე ლონგმორის, გამოჩენის შემთხვევაში მას არ მიუახლოვდნენ, რადგან შეიარაღებულია. თუმცა, ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 000 დოლარია დაწესებული.