გასულ დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები თავიანთ ძირითად ძალისხმევას კვლავ ხუთი - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით ინარჩუნებენ. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ამ მიმართულებებით 39 შეტაკება მოხდა.

როგორც გენშტაბი აღნიშნავს, 15 ივლისს  რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა არმიამ უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, X-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და 46 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის ინფორმაციითვრ, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი