
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ივნისის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი სადაზრვერვო ბრიგადის მეთეური, პოლკოვნიკი მაქსიმ ხარლამოვი მოკლეს.
საუბარია ნიჟნი ნოვგოროდის 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის ერთ-ერთ მეთაურზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ხარლამოვის ფოტოს Telegram-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ის 4 ივნისს გაანადგურეს.
შეგახსენებთ, უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 237 680 სამხედრო დაკარგა.
უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 4 107 ტანკი, 8 026 ჯავშანტექნიკა, 4 481 საარტილერიო და 681 სარაკეტო სისტემა.