
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. განგაში ადგილობრივი დროით 01:29 საათზე გამოცხადდა.
"მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო გამაფრთხილებელ სიგნალებს. დარჩით თავშესაფრებში," - აფრთხილებდა მოსახლეობას პოლიცია.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4-სართულიანი კორპუსი და სტადიონი.
ქალაქის მერ იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ხარკოვში, სავარაუდოდ, S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტა გაუშვეს.