"პუტინს როცა ეცოდინება რომ თავისი მოქალაქეები აქ ინვესტიციას დებენ, ნაკლებად შეგვეხება" | გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის და მათ მიერ ინვესტიციების განხორციელების მომხრეა. დავით რაზმაძე ამტკიცებს, რომ თუ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ბიზნესს გააკეთებენ, პუტინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს აღარ მიიტაცებს.  

"ალბათ, ის გადარეული პუტინი, როცა ეცოდინება, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეები აქ ინსვესტიციას დებენ, ალბათ, ნაკლებად შეგვეხება კიდევაც. თავის მოქალაქეებს გაუფრთხილდება...

კითხვა: ანუ რაც უფრო მეტი რუსი შემოვა, მით უფრო დაცულები ვიქნებით?

არა, თქვენ თუ იმას გულისხმობთ, რომ მერე მაგითი პროვოცირებას მოახდენსო, პროვოცირება არც ისე დასჭირდება, მაგის პროფესიონალი არის, რუსების დიქტატორი ისედაც დაიწყებს ომს და გამოიყენა კიდევაც ყოფილი პრეზიდენტის, მესამე პრეზიდენტის არასწორი სვლები და დაიპყრო ჩვენი ქვეყნის 20%," - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ რაზმაძის განცხადება მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია.

"მის განცხადებაში იკითხება სწორედ ის მიმართულება, საითაც აქვს ხელისუფლებას გეზი აღებული, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს რუსეთთან ურთიერთობა. პირიქით, უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან, დემოკრატიული პროცესების განვითარება უნდა შევწყვიტოთ და მაქსიმალურად უნდა ჩავეხუტოთ ჩვენს მტერ რუსეთ. მიუღებელია გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება. აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი არის და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არის აუცილებელი, რომ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ," - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი