სამხრეთ კორეაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. მაშველებმა წყალქვეშა გვირაბში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 10 პირი.
ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. დროებით თავშესაფარში 2 000-ზე მეტი მოსახლე იმყოფება.
ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში ხანგრძლივმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდებაც.