ჩინეთი და რუსეთი იაპონიის ზღვაში საზღვაო და საჰაერო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ფლოტმა, რომელიც ხუთი ხომალდისგან და ოთხი ხომალდის შველმფრენისგან შედგება, პორტი უკვე დატოვა და "წინასწარ განსაზღვრულ" ტერიტორიაზე იმყოფება.
სწავლება, სახელწოდებით North/Interaction 2023, მიანიშნებს ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ და ტარდება იმ დროს, როდესაც პეკინი არ ითვალისწინებს აშშ-ს მოწოდებებს სამხედრო კომუნიკაციის განახლების შესახებ.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადეს "უსაზღვრო" პარტნიორობა, რომელიც მათი თქმით, შეერთებული შტატების გავლენის წინააღმდეგ იყო მიმართული. პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო სამხედრო თანამშრომლობაა.