რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11-მდე გაზარდა - უკრაინის საზღვაო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, 16 ივლისს რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა. მათ შორის არის ორი რაკეტის მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასროლა შეუძლია.

"ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია," - აცხადებს უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერი, დიმიტრი პლეტენჩუკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს შენიღბოს ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაში მორიგეობენ, რაც თანამგზავრების გამოყენებით მათ იდენტიფიცირებას ართულებს. 

"ოკუპანტები გემების წინა და უკანა მხარეს შავად ღებავენ, რათა ღამით ვიზუალურად უფრო რთული იყოს იმის დადგენა, თუ რა ტიპის გემია. ეს ხერხი მეორე მსოფლიო ომის დროსაც გამოიყენებოდა, მაგრამ ამაოდ" - თქვა პლეტენჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი