თუ უკრაინა ჩვენ წინააღმდეგ კასეტურ ჭურვებს გამოიყენებს, საპასუხო ზომებს მივიღებთ - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს კასეტური ჭურვების "საკმარისი მარაგი აქვს" და მოსკოვი "საპასუხო ზომებს მიიღებს" თუ უკრაინა კასეტურ იარაღს უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენებს.

"რა თქმა უნდა, თუ ისინი მას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მივიღოთ საპასუხო ზომები", - თქვა პუტინმა რუსულ სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ბოლო სამხედრო დახმარება კასეტურ იარაღს მოიცავს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას ეს იარაღი უკვე გადასცა. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი