თურქეთის ხელისუფლება სტამბოლში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემას აჩერებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამონაკლისი შეეხება შემთხვევებს, რომლებიც სიცოცხლის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, განათლებასა და საერთაშორისო ვაჭრობას" უკავშირდება.
2022 წლის მონაცემებით, თურქეთში 5,4 მილიონი უცხოელი ცხოვრობს, მათგან 1,2 მილიონი - სტამბოლში, რაც ქალაქის მოსახლეობის 8%-ს შეადგენს. უცხოელებიდან 535 025 სირიელი ლტოლვილია.
ვილნიუსის სამიტიდან დაბრუნებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ "მოქალაქეები მალე იგრძნობენ არალეგალური მიგრაციის საკითხში განხორციელებულ თვალსაჩინო ცვლილებებს".