იტალიაში, ავიაკომპანიების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ასობით ფრენა გაუქმდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში, აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივი გაფიცვის გამო, ასობით რეისი გაუქმდა.

ადგილობრივი გადამზიდის, ITA-ს განცხადებით, მან 133 ფრენა გააუქმა, როგორც შიდა, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. ფრენები გააუქმეს ავიაკომპანიებმა Ryanair-მა და Vueling-მაც.

გაფიცული თანამშრომლები სამუშაო კონტრაქტისა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ფრენების გაუქმების გამო 2000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი