მექსიკაში გამომძიებელი ჟურნალისტი მოკლეს

გამოქვეყნდა:

მექსიკაში გამომძიებელი ჟურნალისტი ნესლონ მათუსი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემა Lo Real de Guerrero-ს დირექტორს, ქალაქ აკაპულკოში, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მათუსის მკვლელობა აქამდე ორჯერ, 2017 და 2019 წლებში სცადეს. ის 15 წლის განმავლობაში კრიმინალს აშუქებდა. 

ერთი კვირის წინ მექსიკაში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ლიუს მარტინ სანჩესიც. 

მექსიკაში კორუფციის, კრიმინალისა და ნარკოკარტელების გამოძიება უდიდეს რისკს უკავშირდება. 2000 წლის შემდეგ ქვეყანაში 150 ჟურნალისტი მოკლეს. მკვლელობათა უმრავლესობა გამოუძიებელია. ქვეყანა ჟურნალისტთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი