7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ალასკაზე | გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

გამოქვეყნდა:

ალასკას ნახევარკუნძულზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სანდ-პოინტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 55 მილის დაშორებით, 22:48 საათზე მოხდა.

ეროვნული ამინდის სამსახურმა მოსახლეობა ცუნამის შესაძლო საფრთხის გამო გააფრთხილა და განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი წყალდიდობის რისკი" არსებობს. 

"ზოგიერთ რაიონში შეიძლება შეინიშნოს ზღვის დონის მცირე ცვლილებები", - განაცხადეს მათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი