"არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას" | გზების დეპარტამენტი ლარსთან დამაკავშირებელი გზის გაფართოების გეგმაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ლარსთან დამაკავშირებელი გზის გაფართოების გეგმის შესახებ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, გზის აღნიშნული მონაკვეთი "არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას".

გზების დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, იმავე უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-ნატახტრის მონაკვეთს, სადაც ასევე იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზა, რომელზეც სადღეღამისო წლიური ინტენსივობა საკმაოდ მაღალი და ყოველწლიურად მზარდია".

"საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა და ყოველწლიურად მზარდია. საპროექტო მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ16-დან და უნდა დასრულდეს ამავე საავტომობილო გზის და საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის შერწყმისა და განშტოების ადგილზე სატრანსპორტო კვანძზე, ისე რომ პროექტმა გაითვალისწინოს აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის მოდერნიზაციის სამუშაოები", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი