პირველი დაბადების დღე მაესტროს გარეშე - გია ყანჩელს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

გამოქვეყნდა:

პირველი დაბადების დღე მაესტროს გარეშე - გია ყანჩელს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს მეგობრები და მისი მუსიკის შემსრულებლები იხსენებენ. ყველა მათგანი ცდილობს რომ განუმეორებელი ყანჩელის მთავარი სურვილი შეუსრულებელი არც დღეს და არც საუკუნეების შემდეგ დარჩეს.

თუ რამე გამომდის ეს არის არანორმალური შრომის შედეგი - ამას ჯერ კიდევ 83 წლის ასაკში ამბობდა. მაშინაც სულ ცდილობდა რომ ემუშავა, საკუთარი საქმის გარეშე არასასიამოვნო აზრები მოსდიოდა. 


თუ გავიდა ნახევარი საუკუნე და შენს მუსიკას არავინ არ უკრავს, ის მხოლოდ დალექილია ბიბლიოთეკის თაროებზე. თუ შენ გასრულებენ ხშირად შენ შეგიძლია იარსებო, თუ არ გასრულებენ მხოლოდ ჰონორარს ღებულობ და ამით ყველაფერი მთავრდება. 

თუ ნახევარი საუკუნის შემდეგ იმდენივე შემსრულებელი ეყოლება ჩემს მუსიკას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. 

უდიდესი ნაწილი ჩემი ნაწარმოებების მთავრდება ძალიან ჩუმად აი ეს სიჩუმე არის ჩემთვის ძალან დასაფასებელი - ამბობდა გია ყანჩელი

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მეგობრებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მისი მუსიკის მიმართ. მუსიკას სიმარტოვეში და სიჩუმეში წერდა და სიცოცხლის ბოლომდე წერდა. 
მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბედნიერი, სევდიან მუსიკას წერდა, ეს კი დამოკიდებული იყო მის სამშობლოში ან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. 

სამშობლოს სიყვარული საქმიანობა არ გახლავთ, სამშობლოს სიყვარული ისეთივე რამაა როგორც სიყვარული მშობლების მიმართ.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი